შაში ონლაინ
ეზოს და სკოლის დაფის კლასიკა, რუსული წესებით. შეჭამე, გახადე დამკა და მოიგე კოზისთან, მეგობართან ან ახალ მოწინააღმდეგესთან.
- 2 მოთამაშე
- 10–20 წუთი
როგორ გინდა თამაში?
კოზის წინააღმდეგივარჯიშე მელიასთან ნებისმიერ დროს. სამი სირთულე: რთული კოზი ბევრ სვლას წინასწარ ითვლის.თამაშის დაწყებამეგობართანშექმენი ოთახი და მეგობარს უთხარი 6-ციფრიანი კოდი. თამაში დაიწყება, როგორც კი შემოვა.ანგარიშის გარეშეცოთახის შექმნაშემთხვევითი მოწინააღმდეგევიპოვით ვინმეს, ვინც ახლა თამაშს ელოდება.საჭიროა ანგარიშიმოწინააღმდეგის პოვნა
წესები ერთ წუთში
- თამაშობს ორი მოთამაშე 8×8 დაფის მუქ უჯრებზე. თითოეულს 12 ქვა აქვს, პირველი თეთრი დადის.
- ქვა დიაგონალზე ერთი უჯრით წინ მიდის. ჭამა კი წინაც შეიძლება და უკანაც.
- ჭამა სავალდებულოა. თუ რამდენიმე ვარიანტია, შენ ირჩევ, მაგრამ დაწყებულ ჭამას ბოლომდე მიყავხარ.
- ბოლო რიგამდე მისული ქვა დამკა ხდება: დიაგონალზე ნებისმიერ მანძილზე დადის და შორიდანაც ჭამს.
- იგებს ის, ვინც მოწინააღმდეგის ყველა ქვას შეჭამს ან სვლის საშუალებას არ დაუტოვებს.
დაფა მზადაა
პირველი პარტია ბოტთან რეგისტრაციის გარეშეც შეგიძლია.
კითხვები
უკან ჭამა შეიძლება?
კი, უბრალო ქვასაც შეუძლია უკან ჭამა. უბრალო სვლა კი მხოლოდ წინ.
რა არის დამკა?
ქვა, რომელიც ბოლო რიგამდე მივიდა. ის დიაგონალზე ნებისმიერ მანძილზე მოძრაობს და შორიდანაც ჭამს.
თუ ჭამის დროს ბოლო რიგამდე მივედი?
ქვა მაშინვე დამკა ხდება და, თუ შეუძლია, ჭამას დამკასავით აგრძელებს.
როდის არის ფრე?
როცა ორივე მხარე შეთანხმდება, ან როცა 15 სვლის განმავლობაში მხოლოდ დამკები დადიან და არავინ ჭამს.
ანგარიში საჭიროა?
კოზისთან და მეგობართან თამაშს ანგარიში არ სჭირდება. შემთხვევით მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ და რეიტინგისთვის კი საჭიროა.
სხვა თამაშები
- ჯოკერი4 მოთამაშე, 36 კარტი, 2 ჯოკერი
- ბურა2 მოთამაშე, 31 ქულამდე
- იაპონური ჯოკერი2 მოთამაშე, 21 ქულამდე
- დურაკი2 მოთამაშე, ბოლომდე
- ნარდი2 მოთამაშე, 15-15 ქვა, 2 კამათელი
- გრძელი ნარდი2 მოთამაშე, 15-15 ქვა, მოკვლის გარეშე
- ჭადრაკი2 მოთამაშე, კლასიკური წესებით
- დომინო2 მოთამაშე, 28 ქვა, 101 ქულამდე
- სიტყვობანადღის სიტყვა, 6 ცდა
- ბილიარდი2 მოთამაშე, 8 ბურთი
- 9 ბურთიბილიარდი, 2 მოთამაშე, 9 ბურთი
- რუსული ბილიარდი2 მოთამაშე, 16 ბურთი, 8 ბურთამდე