ჭადრაკი ონლაინ
კლასიკური ჭადრაკი ბრაუზერში: როქი, გავლით აყვანა, პაიკის გადაქცევა, ქიში და მატი. ეთამაშე კოზის სამ დონეზე, მეგობარს ან ონლაინ მოწინააღმდეგეს.
- 2 მოთამაშე
- 10–30 წუთი
როგორ გინდა თამაში?
კოზის წინააღმდეგივარჯიშე მელიასთან ნებისმიერ დროს. სამი სირთულე: რთული კოზი რამდენიმე სვლით წინ ითვლის და შეცდომას არ გაპატიებს.თამაშის დაწყებამეგობართანშექმენი ოთახი და მეგობარს უთხარი 6-ციფრიანი კოდი. თამაში დაიწყება, როგორც კი შემოვა.ანგარიშის გარეშეცოთახის შექმნაშემთხვევითი მოწინააღმდეგევიპოვით ვინმეს, ვინც ახლა თამაშს ელოდება.საჭიროა ანგარიშიმოწინააღმდეგის პოვნა
წესები ერთ წუთში
- თეთრი იწყებს. თითოეულს აქვს მეფე, ლაზიერი, ორი ეტლი, ორი კუ, ორი მხედარი და რვა პაიკი.
- ეტლი სწორ ხაზებზე დადის, კუ დიაგონალზე, ლაზიერი ორივენაირად, მხედარი „გ“ ასოთი, მეფე ერთი უჯრით. პაიკი წინ დადის და ირიბად ჭამს.
- პირველ სვლაზე პაიკს ორი უჯრით სიარული შეუძლია. თუ ასე გვერდით ჩაგიარა, მომდევნო სვლაზე გავლით შეგიძლია აიყვანო.
- როქი: მეფე ორი უჯრით მიდის ეტლისკენ, ეტლი მის მეორე მხარეს დგება. არ შეიძლება, თუ მეფე ან ეტლი უკვე ნავლია, მეფეს ქიში აქვს ან გზაზე უტევენ.
- ბოლო ხაზამდე მისული პაიკი გადაიქცევა ლაზიერად, ეტლად, კუდ ან მხედრად, შენი არჩევით.
- მეფეზე თავდასხმა ქიშია და მაშინვე უნდა აიცილო. თუ ვეღარ, ეს მატია და თამაში მოგებულია. ფრეა პატი, სამჯერ განმეორებული პოზიცია, 50 სვლა ჭამის გარეშე და მატისთვის არასაკმარისი ფიგურები.
დაფა მზადაა
პირველი პარტია ბოტთან რეგისტრაციის გარეშეც შეგიძლია.
კითხვები
რა არის პატი?
როცა სვლა აღარ გაქვს, მაგრამ მეფეს ქიში არ აქვს. ეს ფრეა, ამიტომ მოგებულ პოზიციაში ფრთხილად!
როგორ გავაკეთო როქი?
აირჩიე მეფე და დააჭირე ორი უჯრით გვერდით მდგარ უჯრას. ეტლი თავისით გადახტება.
ფრეს შეთავაზება შეიძლება?
კი, „ფრე“ ღილაკით. მოწინააღმდეგეს შეუძლია დაგთანხმდეს ან უარი გითხრას. კოზი თანხმდება, თუ თავს უკეთეს მდგომარეობაში არ გრძნობს.
რამდენად ძლიერია კოზი?
მარტივი კოზი ხშირად ცდება, საშუალო რამდენიმე სვლით წინ ფიქრობს, რთული კი თითქმის წამს ფიქრობს ყოველ სვლაზე და შეცდომებს არ გაპატიებს.
ანგარიში საჭიროა?
კოზისთან და მეგობართან თამაშს ანგარიში არ სჭირდება. შემთხვევით მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ და რეიტინგისთვის კი საჭიროა.
სხვა თამაშები
- ჯოკერი4 მოთამაშე, 36 კარტი, 2 ჯოკერი
- ბურა2 მოთამაშე, 31 ქულამდე
- იაპონური ჯოკერი2 მოთამაშე, 21 ქულამდე
- დურაკი2 მოთამაშე, ბოლომდე
- ნარდი2 მოთამაშე, 15-15 ქვა, 2 კამათელი
- გრძელი ნარდი2 მოთამაშე, 15-15 ქვა, მოკვლის გარეშე
- შაში2 მოთამაშე, 8×8 დაფა
- დომინო2 მოთამაშე, 28 ქვა, 101 ქულამდე
- სიტყვობანადღის სიტყვა, 6 ცდა
- ბილიარდი2 მოთამაშე, 8 ბურთი
- 9 ბურთიბილიარდი, 2 მოთამაშე, 9 ბურთი
- რუსული ბილიარდი2 მოთამაშე, 16 ბურთი, 8 ბურთამდე