კონფიდენციალურობა
ბოლოს განახლდა: 24 ნოემბერი, 2026
Kozi უფასო სათამაშო საიტია. ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც თამაშისთვის საჭიროა, და არავის ვყიდით და არავის ვაძლევთ რეკლამისთვის.
რას ვინახავთ
- ანგარიში: ელფოსტა (ან Google/Facebook-ით შესვლისას შენი ანგარიშის იდენტიფიკატორი), მომხმარებლის სახელი, საჩვენებელი სახელი და ავატარის ფერი.
- ტელეფონის ნომერი: თუ პროფილში მიუთითე. მას მხოლოდ შენ ხედავ, სხვა მოთამაშეები ვერა.
- თამაშები: ონლაინ თამაშების სვლები, შედეგები და რეიტინგი. შედეგები და რეიტინგი თამაშის მონაწილეებს ჩანს, რეიტინგების გვერდზე კი ყველას.
- ჩატი: თამაშის დროს დაწერილი შეტყობინებები. მათ მხოლოდ იმ თამაშის მოთამაშეები ხედავენ.
- მეგობრები: ვისთან ხარ მეგობარი, მოწვევები და ბოლოს როდის იყავი საიტზე. ამ უკანასკნელს მხოლოდ შენი მეგობრები ხედავენ, როგორც „ონლაინ“.
- საჩივრები და დაბლოკვები: თუ ვინმეს დაბლოკავ ან გაასაჩივრებ, ამას ვინახავთ, რომ ადმინისტრაციამ განიხილოს.
- შეცდომები: თუ საიტზე რამე გაფუჭდა, ვინახავთ შეცდომის ტექსტს, გვერდს და ბრაუზერის ტიპს, რომ გავასწოროთ.
შენს მოწყობილობაზე
შესვლის სესია ინახება ქუქიში, რომ ყოველ ჯერზე თავიდან შესვლა არ მოგიწიოს. ბრაუზერის მეხსიერებაში (localStorage) ვინახავთ შენს პარამეტრებს (ხმა, შეტყობინებები, ჩატის დადუმება), კოზისთან დაწყებულ თამაშებს და სიტყვობანას შედეგებს. სარეკლამო ან თვალთვალის ქუქიებს არ ვიყენებთ.
ვინ ამუშავებს მონაცემებს
მონაცემთა ბაზა და შესვლა მუშაობს Supabase-ზე, საიტი კი Vercel-ზე. ისინი მონაცემებს მხოლოდ ჩვენი სახელით ინახავენ. Google-ით ან Facebook-ით შესვლისას ისინი იღებენ ინფორმაციას, რომ Kozi-ზე შედიხარ.
შენი უფლებები
- სახელს, ავატარს და ტელეფონს პროფილში ნებისმიერ დროს შეცვლი.
- შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ასლი ან ანგარიშის სრული წაშლა.
- ანგარიშის წაშლისას იშლება პროფილი, ტელეფონი, მეგობრები, ჩატი და რეიტინგი.
ბავშვები
Kozi-ზე ფულით თამაში არ არის. ანგარიშის შესაქმნელად უნდა იყო 13 წლის ან უფროსი.
იხილე აგრეთვე გამოყენების წესები.