ბილიარდი ონლაინ
რვა ბურთი, ნამდვილი ფიზიკა. დაუმიზნე, აირჩიე ძალა და ბრუნვა, ჩააგდე შენი ბურთები და ბოლოს შავი 8 დასახელებულ ლუზაში.
- 2 მოთამაშე
- 5–10 წუთი
როგორ გინდა თამაში?
წესები ერთ წუთში
- ერთი მოთამაშე სავსე ბურთებს (1–7) აგდებს, მეორე ზოლიანებს (9–15). ვისი რომელია, გატეხვის შემდეგ პირველი ჩაგდებული ბურთი წყვეტს.
- თეთრით ჯერ შენს ბურთს უნდა მოხვდე. მერე ან ბურთი უნდა ჩავარდეს, ან რომელიმე ბურთი ბორტს შეეხოს.
- შენი ბურთი თუ ჩააგდე, ისევ შენ ურტყამ. თუ არა, სვლა მოწინააღმდეგეზე გადადის.
- ფოლია, თუ თეთრი ჩავარდა, ბურთს არ მოხვდა ან ჯერ სხვისი ბურთი დაარტყა. ფოლის შემდეგ მოწინააღმდეგე თეთრს სადაც უნდა დადებს.
- როცა შენს ბურთებს დაასრულებ, დაასახელე ლუზა და ჩააგდე შავი 8. ვინც ასე ჩააგდებს, იგებს.
- 8 თუ ნაადრევად, სხვა ლუზაში ან ფოლით ჩავარდა, თამაში წაგებულია.
დაფა მზადაა
პირველი პარტია ბოტთან რეგისტრაციის გარეშეც შეგიძლია.
კითხვები
როგორ დავუმიზნო?
დააჭირე მაგიდას ან გაატარე თითი: თეთრი იქით დაუმიზნებს. წერტილოვანი ხაზი გაჩვენებს, სად მოხვდება და საით წავა ბურთი. ზუსტი დამიზნებისთვის გამოიყენე ისრები.
როგორ დავარტყა?
ქვედა ზოლი გაწიე მარჯვნივ: რაც მეტს გაწევ, მით ძლიერია დარტყმა. ხელს რომ აუშვებ, კიი დაარტყამს.
რა არის ბრუნვა?
პატარა თეთრ წრეზე აირჩიე, სად დაარტყამს კიი. ზემოთ: თეთრი ბურთს მიჰყვება. ქვემოთ: უკან დაბრუნდება. გვერდზე: ბორტიდან სხვა კუთხით აისხლიტება.
ფიზიკა სამართლიანია?
კი. ონლაინ თამაშში ყოველ დარტყმას სერვერი ითვლის და ორივე ეკრანზე ზუსტად ერთნაირად თამაშდება.
ანგარიში საჭიროა?
კოზისთან და მეგობართან თამაშს ანგარიში არ სჭირდება. შემთხვევით მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ და რეიტინგისთვის კი საჭიროა.
სხვა თამაშები
- ჯოკერი4 მოთამაშე, 36 კარტი, 2 ჯოკერი
- ბურა2 მოთამაშე, 31 ქულამდე
- იაპონური ჯოკერი2 მოთამაშე, 21 ქულამდე
- დურაკი2 მოთამაშე, ბოლომდე
- ნარდი2 მოთამაშე, 15-15 ქვა, 2 კამათელი
- გრძელი ნარდი2 მოთამაშე, 15-15 ქვა, მოკვლის გარეშე
- შაში2 მოთამაშე, 8×8 დაფა
- ჭადრაკი2 მოთამაშე, კლასიკური წესებით
- დომინო2 მოთამაშე, 28 ქვა, 101 ქულამდე
- სიტყვობანადღის სიტყვა, 6 ცდა
- 9 ბურთიბილიარდი, 2 მოთამაშე, 9 ბურთი
- რუსული ბილიარდი2 მოთამაშე, 16 ბურთი, 8 ბურთამდე